რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა შეაფასა, როგორც "ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევა".
TASS-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამძიმრის წერილი ირანის პრეზიდენტს გაუგზავნა.
"მიიღეთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის გამო, რომელიც ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით.
გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და მხარდაჭერა უზენაესი ლიდერის ნათესავებსა და ახლობლებს, ირანის მთავრობას და მთელ ირანელ ხალხს", - ნათქვამია პუტინის სამძიმარში.
პუტინი სამძიმრის წერილშივე აღნიშნავს, რომ რუსეთში ხამენეის გაიხსენებენ - "როგორც გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და მათი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაში".
